ფეხბურთი

11:39 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ლუის დიასით დაინტერესდა

იტალიური „რომა“ „პორტუსა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველის, ლუის დიასის ტრანსფერით დაინტერესდა. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა A Bola იტყობინება.

დიასი ამჟამად შვებულებაშია, კლუბს 25 ივლისს შეუერთდება, ხოლო 28 ივლისს „პორტუ“ ამხანაგურ მატჩს „რომასთან“ გამართავს და სწორედ მაშინ „ჯალოროსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლუის დიასთან პირადად საუბარს გეგმავს.

24 წლის ფეხბურთელი „პორტუში“ 2019 წლიდან თამაშობს და 97 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. კოლუმბიის ნაკრებში მას 23 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.

0.104035