ჩოგბურთი

18:27 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მატეო ბერეტინი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს

უმბლდონის ფინალისტი მატეო ბერეტინი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იტალიელი ჩოგბურთელი ტრავმირებულია.

როგორც მისმა ექიმმა იტალიურ მედიას განუცხადა, მატეოს კუნთების პრობლემა აქვს და მინიმუმ 15 დღე უნდა დაისვენოს, რომ საფრანგეთის ღია პირველობას ფორმაში შეხვდეს. ამდენად, ტოკიოში ვერ იასპარეზებს.

ბერეტინი როჯერ ფედერერის შემდეგ კიდევ ერთი მაღალი დონის ჩოგბურთელია, რომელიც ტოკიო 2020-ის დააკლდება.

შეგახსენებთ, მატეო ბერეტინი ATP-ის რეიტინგში მერვე პოზიციაზე იმყოფება. ის პირველი იტალიელი ჩოგბურთელია, რომელიც უიმბლდონის ფინალში გავიდა, თუმცა იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 1:3 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118568