ფეხბურთი

0:17 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას სადებიუტო თამაში და გოლი "ალავესის" მთავარ გუნდში (+VIDEO)

ესპანური „ალავესის“ მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა გიორგი გაგუას და გოლიც გაიტანა. ეს ამხანაგურ მატჩში ამორებიეტასთან.

ქართველი ფეხბურთელი მინდორზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და 90-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, რითაც საბოლოო ანგარიში - 5:2 დააფიქსირა. გაგუა გასულ სეზონში „ალავესის“ მეორე გუნდში თამაშობდა და 6 გოლიც გაიტანა, ახლა კი თავის გამოჩენის შანსი შეკრებაზე პირველ გუნდთან ეძლევა.

19 წლის თავდამსხმელს „ალავესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მას საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

0.127219