ფეხბურთი

17:36 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" არტური სამი თვით მოისაკლისა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურ მელო სეზონის სტარტს გამოტოვებს. ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.

არტურის სარეაბილიტაციო პერიოდი სამ თვეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოედანზე მხოლოდ ოქტომბერში დაბრუნდება. ბრაზილიელმა ეს ტრავმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო, ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ის ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

არტური „იუვენტუსმა“ ერთი წლის წინ „ბარსელონადან“ შეიძინა და გასულ სეზონში 32 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116094