ფეხბურთი

18:40 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "გუტი იდიოტია, ფიგუ კი ბ***ს შვილი"

ესპანური გამოცემა El Confidencial-ი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

ამჯერად ჩანაწერი 2012 წლით თარიღდება და პერესი ლუიშ ფიგუსა და ხოსე მარია გუტის აყენებს შეურაცხყოფას:

„ფიგუ გასახელში სიტუაციას აფუჭებს. ის ბ**ის შვილია, როგორც რაული. ეს ორი ყველაზე ცუდი პერსონები არიან. გუტი კი იდიოტია, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე მეტ ზიანს აყენებს“, - ამბობდა პერესი.

შეგახსენებთ, რომ ფლორენტინო პერესს ძველი აუდიოჩანაწერები გამოუქვეყნეს და მანამდე ის კრიშტიანუ რონალდუს, რაულს, ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილიასს ლანძღავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11371