ფეხბურთი

18:06 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავთო ებრალიძე კარიერას კვიპროსში გააგრძელებს

ქართველი თავდამსხმელი ავთო ებრალიძე კარიერა „დოქსაში“ გააგრძელებს. კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

29 წლის ფეხბურთელი ბოლოს „ლეიშოეშში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე არაერთი გუნდის რიგებში იყო, მათ შორის „ჟილ ვისენტეში“, „ვიზეუში“, „შავესში“, „ნასიონალსა“ და რუმინულ „ვოლუნტარიში“.

საქართველოს ნაკრებში ებრალიძემ 2013 წელს სამჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114821