ფეხბურთი

0:39 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას სადებიუტო გოლი "აპოელში" ამხანაგურ მატჩში

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ „აპოელში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.

ნიქოზიელებმა ამხანაგური მატჩი პაეკ-თან გამართეს და 1:0 მოიგეს. გიორგიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

ქვილითაიამ მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილსა და მურთაზ დაუშვილს არ უთამაშიათ. შეგახსენებთ, სამივე ქართველი ფეხბურთელი „აპოელს“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდნენ.

0.174635