ფეხბურთი

23:59 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლივიე ჟირუ მილანში ჩავიდა

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. ფრანგი ფეხბურთელი ლომბარდიის დედაქალაქში ჩავიდა, სადაც 16 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

ჟირუ და „როსონერი“ 2-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა „ჩელსისთან“ დაახლოებით თვენახევრის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტო, მაგრამ გუნდი მაინც დატოვა.

ჟირუმ „არისტოკრატების“ რიგებში 119 თამაშში 39 გოლის გატანა მოახერხა. კარიერის განმავლობაში მან ლონდონის „არსენალსა“ და „მონპელიეშიც“ ითამაშა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 110 შეხვედრაში თავი 46-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112905