ფეხბურთი

16:23 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში სეზონის საუკეთესო 33 ფეხბურთელში დასახელდა

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის საფეხბურთო კავშირმა 2020-2021 წლის საუკეთესო 33 ფეხბურთელში შეიყვანა.

შედგა სიმბოლური ნაკრები, თითოეულ პოზიციაზე სამ-სამი ფეხბურთელი. ხვიჩა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მოსკოს ცსკა-ს ფეხბურთელ ჩიდერა ეჯუკესა და მოსკოვის „დინამოს“ წევრ დანიილ ლესოვოის აჯობა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა და „რუბინის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133788