ფეხბურთი

10:50 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი რონალდუს მომავლის შესახებ

„იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, განაცხადა რომ მათი 36 წლის პორტუგალიელი ლეგიონერი, კრიშტიანუ რონალდუ, წასვლას არსად აპირებს და მისი სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით აგორებული ხმები, სინამდვილეს არ შეეფერება.

„რუნალდუს გარემოცვიდან არავის უთქვამს, რომ ის სხვაგან აპირებს წასვლას. ჩვენ მას „იუვენტუსში“ ველით. კრიშტიანუ 25 ივლისს ბრუნდება შვებულებიდან.“ - ციტირებს ნედვედის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

0.113286