კალათბურთი

17:17 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ბაბილოძე ტიტებში დაბრუნდა

სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელი ლევან ბაბილოძე, 2021-2022 წლების სეზონზე, თბილისის ტიტების ღირსებას დაიცავს.

ბაბილოძე თბილისურ გუნდს ბათუმიდან შეუერთდა, სადაც 2019-2021 წლებში თამაშობდა.

სუპერლიგაში მისი დებიუტი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში შედგა ბათუმის რიგებში. მალევე კარიერა იტალიაში განაგრძო და 4 წლის განმავლობაში სერია ა და სერია ბ გუნდებში ასპარეზობდა.

2018 წელს ბაბილოძე საქართველოში დაბრუნდა და ტიტებთან ერთად დუდუ დადიანის მემორიალზე იასპარეზა (ტიტები ფინალში ცხუმთანდამარცხდა).

მემორიალის დასრულების შემდეგ, კვლავ იტალიაში დაბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო ვეღარ შეძლო თამაში. 2019 წელს სეზონი მეგა თბილისში დაასრულა.

ასევე ტიტებთან კონტრაქტი გააგრძელა 20 წლის უაკანახაზელმა ლაშა დაღელიშვილმა. ლაშა თბილისურ გუნდს გასულ სეზონში შეუერთდა და სუპერლიგაში სადებიუტო სეზონი ჩაატარა.

ტიტების ფეისბუქ გვერდი

0.07744