ფეხბურთი

1:05 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი ვაისმა იხსნა: კაშიას და კანკავას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავის „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორი მატჩის ჯამში ირლანდიის ჩემპიონი „შემროკ როვერსი“ დაამარცხა.

პირველი მატჩი „სლოვანს“ შინ 2:0 ჰქონდა მოგებული, ხოლო ირლანდიაში მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და 73-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ. თუმცა, ვაისი ვაისმა იხსნა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის შვილმა ვლადიმირ ვაისმა გაიტანა, რამაც ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა - „შემროკმა“ 2:1 მოიგო, მაგრამ მთლიანობაში სლოვაკებმა 3:2 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. ქართველმა მცველმა 33-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სლოვანი“ შვეიცარიის ჩემპიონ „იანგ ბოიზს“ შეხვდება, რომელსაც 20 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო ერთი კვირის მერე შვეიცარიაში ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110618