თამაშგარე

12:55 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მშობლიურ კუნძულზე ისვენებს

მაშინ როდესაც ევროპასა და მთელს საფეხბურთო მსოფლიოს ემოციებისგან ცივი ოფლი ასხამდა, რადგან სულ რამდენიმე საათის შუალედში ჯერ კოპა ამერიკის, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალი უნდა გამართულიყო, იყო ერთი მობურთალი კაცი, რომელსაც თავის ოჯახთან ერთად ყოფნისა და გემრიელად დასვენების გარდა არაფერი ადარდებდა.

რასაკვირველია პორტუგალიის ნაკრების ლიდერზე და კაპიტანზე, კრიშტიანუ რონალდუზე ვსაუბრობთ, რომელიც პორტუგალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, თავის ცოლთან, მოდელ ჯორჯინა როდრიგესთან და შვილებთან ერთად მშობლიურ კუნძულ მადეირაზე წავიდა. ვარკსვლავი მთელს დროს პლაჟზე კოტრიალში და კუთვნილ იახტაზე წამოდრანგვაში ატარებს.

როგორ პორტუგალიის ბულვარული პრესა წერს, რონალდუსთვის დიდი სურპრიზი იყო, როდესაც “აღმოაჩინა“, რომ მიუხედავად ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდნისა, ხუთი გატანილი გოლით ჩეხ შიკთან ერთად ტურნირის ბომბარდირი გახდა და საამისო პრიზს მადეირაზე დავანებულ მობურთალს უეფა ფოსტით გაუგზავნის.

0.111541