ფეხბურთი

16:09 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "ღმერთი ამ მომენტს ჩემთვის ამზადებდა"

არგენტინის ნაკრებმა 28 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო და ლიონელ მესის უტიტულო პერიოდი ეროვნულ ნაკრებში დასრულდა. ბრაზილიასთან კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ლიონელმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ღმერთი ამ მომენტისთვის მისთვის ამზადებდა.

„შეუძლებელია ახსნა ბედნიერება, რომელსაც ვგრძნობ. სხვა დროს თავს სევდიანად ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს რაღაც მომენტში მოხდებოდა. ვგრძნობ, ღმერთი ამ მომენტს ჩემთვის ამზადებდა, ბრაზილიასთან ფინალში და მათ ქვეყანაში. მჭირდებოდა, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად რამე მომეგო.

ჩვენი მიზანი ნათელი იყო, შეგვეძლო ჩემპიონობა. ამაზე ბევრჯერ ვოცნებობდი. დი მარიას ვუთხარი, რომ ის შურს იძიებდა და ასეც მოხდა. მინდა, თანაგუნდელებსაც გავუზიარო ეს გამარჯვება, რომლებიც ბევრჯერ ახლოს იყვნენ ამასთან და ეს მათთვისაც არის. ამ წარმატებაში სკალონის დიდი დამსახურებაა. მას გუნდისთვის ყოველთვის საუკეთესო სურდა და შეძლო გამარჯვებული გუნდის შექმნა“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში „მარაკანაზე“ ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით 1:0 დაამარცხა და ეს ტურნირი ისტორიაში მე-15-ედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111939