ფეხბურთი

15:04 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგ ლოსანოს უმძიმესი ტრავმა (+VIDEO)

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელმა ირვინგ ლოსანომ უმძიმესი ტრავმა მიიღო. კონკაკაფის ოქროს თასის მატჩში, რომელშიც მექსიკა ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებს ხვდებოდა, ლოსანო მეკარეს სახით შეეჯახა.

მექსიკელს მეტოქემ ხელი ჰკრა, რის შედეგადაც თავი ვერ შეიმაგრა და მეკარეს გაშლილი ფეხი თავში მოხვდა. მან გონება დაკარგა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მარცხენა თვალთან ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამად, ლოსანო გონზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113347