ფეხბურთი

21:43 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდმა" სამი ფეხბურთელი დაიმატა

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "უოტფორდმა" 9 ივლისს, სამი ტრანსფერი განახორციელა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ინფორმაციით, გუნდს ჯოშუა კინგი, პიტერ ეტებო და დაპო მებუდე შეუერთდნენ.

ჯოშუა კინგი გასულ სეზონში "ბორნმუთში" თამაშობდა და ზამთარში "ევერტონში" გადავიდა. ამჯერად კი ნორვეგიელი "უოტფორდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ნიგერიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ეტებო გუნდს იჯარის წესით "სოტკ სიტიდან" შეუერთდა, ხოლო "უოტფორდმა" შოტლანდიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი მებუდე "რეინჯერსის" სარეზერვო გუნდიდან ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130239