ფეხბურთი

3:16 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკო კიეზა: "ჩემს კარიერაში საუკეთესო საღამოა"

იტალიის ნაკრების ფებხურთელმა ფედერიკო კიეზამ ესპანეთთან მატჩის შემდეგ, რომელშიც ულამაზესი გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მის კარიერაში საუკეთესო საღამოა.

„ეს გამარჯვება სპინაცოლას ეძღვნება. ეს გუნდი საოცარია. ამ საღამოს გაგვიჭირდა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და ყოველმეოთხე დღეს თამაში არ გვაწუხებს. ნახავთ, ფინალისთვის მზად ვიქნებით და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ყველაზე ლამაზი საღამოა, 60 მილიონი იტალიელისთვის თამაში წარმოუდგენელი ოცნებაა. ამაზე არასდროს მიფიქრა, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო ღამეა.

ვამაყობ, რომ დაახლოებით ისეთი გოლი გავიტანე, როგორიც მამაჩემს ხშირად გაჰქონდა. ვითამაშეთ ესპანეთის წინააღმდეგ, რომელსაც ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დონეზე 15 წელი თამაშობდნენ. ჩირო ფუნდამენტური იყო, დაცვით ფაზაში გვეხმარებოდა, ეს გოლიც ნახევრად მისია. დავამტკიცეთ, რომ დიდი გუნდი ვართ, ერთიანი. ფინალის მეტოქე? საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ხვალ გავიგებთ ვინ იქნება. ინგლისმა აჩვენა თავისი ხარისხი, ვნახოთ ვინ შეგვხვდება“, - თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებს ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ან დანიის ნაკრებთან შეხვედრა ელოდება. რობერტო მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121512