ფეხბურთი

23:09 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ბრაზილიური „ფლუმინენსედან“ 20 წლის თავდამსხმელი მარკოს პაულო გაიფორმა. სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერი ესპანური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მარკოს პაულომ სამედიცინო შემოწმება გაიარა, „ატლეტიკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

20 წლის ფეხბურთელი „ფლუმინსენსეში“ 2018 წლიდან 73 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ის ბრაზილიელია, მაგრამ პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112607