ფეხბურთი

19:59 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში (+VIDEO)

ყაზანის „რუბინი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ყაზანში „ურალს“ უმასპინძლა, რომელსაც 3:1 მოუგო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი შეასრულა.

გუნდებმა სამი 45-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული. ხვიჩა მოედანზე 65-ე წუთამდე იმყოფებოდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთის შემდეგ.

55-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქეს ბურთი წაართვა და ჯორჯ დესპოტოვიჩი მეკარეს პირისპირ შეატოვა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ წინა სპარინგმატჩში გოლი გაიტანა პენალტით, რომელიც თვითონ მოიპოვა, ამჯერად საგოლე პასს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109556