ფეხბურთი

12:05 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრებში დიდიე დეშამის მომავალი გარკვეული არაა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრაემ არ გამორიცხა დიდიე დეშამის გათავისუფლება. მისი თქმით, ეს იყო დეშამის პირველი წარუმატებელი შედეგი საფრანგეთის ნაკრებში, მაგრამ ახლა იმის თქმა, დარჩება თუ არა ის გუნდში, არ შეუძლია.

„მომდევნო კვირაში ერთმანეთს შევხვდებით, ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მსგავსი შეხვედრები ტურნირის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ შედგეს. ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამ ჩაიარა კარგად და რამ - ცუდად. ის არის ჩვენი მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ერთგული იყო. ეს მისი პირველი წარუმატებლობაა. დარჩება თუ არა მწვრთნელად? ამის თქმა არ შემიძლია. ვისაუბრებ მასთან და ვეცდებით გავუზიაროთ აზრები, რამ არ იმუშავა. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან რთულ ჯგუფში ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილით გავედით. ბოლო თამაშში მხოლოდ ბოლო 10 წუთი ჩაგვივარდა, ისინი გავიდნენ და არა ჩვენ“, - თქვა ლე გრაემ.

შეგახსენებთ, დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103117