ფეხბურთი

13:32 | 3.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლაიფციგმა" ანდრე სილვა დაიმატა

გერმანულმა „ლაიფციგმა“ ფრანკფურტის „აინტრახტისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა დიამატა. გერმანულმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და ფეხბურთელს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა.

ანდრე სილვა „აინტრახტში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 71 მატჩში 45 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით კარგად გასულ სეზონში ითამაშა, როცა ბუნდესლიგაში 28 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩა.

25 წლის ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში „პორტუს“, „მილანისა“ და „სევილიას“ რიგებშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098058