ფეხბურთი

20:56 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

2000 წლის 2 ივლისს - ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთმა იტალია დაამარცხა (VIDEO)

2000 წლის 2 ივლისს ევროპის ჩემპიონატი ფინალში საფრანგეთმა იტალია 2:1 (დამატებითი დრო) დაამარცხა. გოლები ვილტორმა, ტრეზეგემ (“ოქროს გოლი”) და დელვეკიომ გაიტანეს. მატჩი როტერდამში ჩატარდა და მას 55 ათასი მაყურებელი დაესწრო.

საფრანგეთი (ნაკრებს როჟე ლემერი წვრთნიდა): ბარტეზი, ტურამი, დესაი, ლიზარაზუ (პირესი), ჯორკაეფი (ტრეზეგე), ვიეირა, დეშამი, ზიდანი, დიუგარი (ვილტორი), ანრი.

იტალია (ნაკრებს დინო ძოფი წვრთნიდა): ტოლდო, მალდინი, კანავარო, ნესტა, იულიანო, დი ბიაჯო (ამბროზინი), პესოტო, ალბერტინი, ფიორე (დელ პიერო), ტოტი, დელვეკიო.

შეხვედრას შვედი არბიტრი ანდერს ფრისკი სჯიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115994