ფეხბურთი

19:05 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის დუბლი და საგოლე პასი ამხანაგურ მატჩში (+VIDEO)

გრაცის „შტურმი“ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი ქვედალიგელ „ლეფერინგთან“ ჩაატარა, რომელიც არასაფეხბურთო ანგარიშით, 9:1 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა. ოთარმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, 29-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 42-ე წუთზე კელვინ იებოას გაატანინა, რომელმაც მთლიანობაში 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში 23 ივლისს, სტუმრად „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112596