ფეხბურთი

16:26 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და „ულსან ჰიუნდაის“ ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. ვაკომ ფილიპინების საფეხბურთო კლუბ „კაიასთან“ ითამაშა ჩინებულად.

ყაზაიშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო და მე-12 წუთზე ჯერ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ხოლო 48-ე წუთზე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. მან 89-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

„ულსან ჰიუნდაი“ ჯგუფს 3 ტურის თავზე 9 ქულით ლიდერობს და 5 ივლისს მეოთხე ტურში ისევ „კაიას“ შეხვდება. ვაკო ყაზაიშვილის აქტივში კი აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 თამაშში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133801