ფეხბურთი

2:15 | 2.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ევრო 2020-ზე ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არის"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შვეიცარიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთზე უკეთ მოთამაშე გუნდები არ არიან.

“ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთზე უკეთესი გუნდები არ მინახავს. ინდივიდუალური შეცდომების მიუხედავად, გუნდური დამოკიდებულება ყოველთვის პოზიტიურია. დაცვით ფაზაში საუკეთესო გუნდებს შორის ვართ.

შვეიცარიას კარგად ვიცნობთ, ისევე როგორც ისინი გვიცნობენ. მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება, რადგან შესანიშნავად თამაშობენ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117409