ფეხბურთი

10:23 | 1.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი თავისუფალია

დღეს, 1 ივლისს, ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და ის თავისუფალი აგენტი გახდა. ახალი ხელშეკრულების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი თქმულა.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ გვინდა, რომ მესი დარჩეს. თავადაც ასე ფიქრობს. ყველაფერი კარგადაა. ფინანსური ფეარ ფლეის პრობლემა გვაქვს და საუკეთესო გადაწყვეტას ვეძებთ ორივე მხარისთვის“ - ცოტირებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es.

მესი „ბარსელონაში“ 2003 წლიდან თამაშობს. კატალონიურ კლუბთან ერთად არგენტინელი 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, შვიდ-შვიდჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, სამ-სამჯერ მოიგო უეფას სუპერთასი (ერთხელ თბილისში) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110932