ფეხბურთი

19:18 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბური გადადგა. ინფორმაცია „ნარინჯისფერთა“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

დე ბური ეროვნულ გუნდში მხოლოდ 9 თვე მუშაობდა და 15 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც ნიდერლანდებმა 8 მოიგო, 4 ფრე ითამაშა და 3 წააგო.

„გადავწყვიტე აღარ გავაგრძელო მუშაობა ეროვნულ ნაკრებში. ეს იყო პატივი და დიდი გამოწვევა. მე ვიცოდი იმ დიდი წნეხის შესახებ, რომელიც ნაკრებში მუშაობას ახლდა და რომელმაც, გუნდზე კარგად არ იმოქმედა. ამიტომ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ გადავწყვიტე გუნდი დავტოვო“, - თქვა დე ბურმა.

შეგახსენებთ, დე ბურისთვის გადამწყვეტი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ჩეხეთის ნაკრებთან (0:2) მარცხი გამოდგა, რის შედეგადაც ნიდერლანდები ევრო 2020-ს დაემშვიდობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109862