ფეხბურთი

18:40 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

„ულსან ჰიუნდაის“ ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე პასი მიითვალა. ჩვენებურმა ტაილანდურ „პათჰუმთან“ 90 წუთი ითამაშა და პირველი გოლის დროს ასისტენტობა კიმ მინ-ჯუნს გაუწია, რომელმაც ანგარიში გახსნა.

„ულსანმა“ F ჯგუფის მეორე ტურის მატჩი დამაჯერებლად 2:0 მოიგო და ქვეჯგუფს უდანაკარგოდ, 6 ქულით ლიდერობს, მესამე ტურში კი 2 ივლისს, ფილიპინების საფეხბურთო კლუბ „კაიას“ დაუპირისპირდება.

ყაზაიშვილი „ულსან ჰიუნდაის“ რიგებში მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას ყველა ტურნირზე სამხრეთკორეელთა მაისურით 17 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113495