ფეხბურთი

12:24 | 29.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერს“ ონანას გადაბირება სურს

„ინტერს“ „აიაქსის“ მეკარის, ანდრე ონანას გადაბირება სურს - გვამცნობს Goal.com

წყაროს ინფორმაციით, იტალიურ კლუბს კამერუნელის საკუთარ რიგებში ხილვა 2022 წლის ზაფხულში განუზრახავს. ამ დროისთვის ის თავისუფალი აგენტი გახდება.

ცნობისთვის, 25 წლის ონანა წლეულს ნოემბრამდე დისკვალიფიცირებულია. საქმე ის არის, რომ ერთხელაც მეკარემ თავი ცუდად იგრძნო და შეცდომით თავისი მეუღლის წამალი დალია. შედეგად მას სისხლში ფუროსემიდი აღმოუჩინეს და მკაცრად დასაჯეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112475