ფეხბურთი

11:22 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ივან პერიშიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელ ივან პერიშიჩს კორონავირუსი აქვს და მისთვის ევროპის ჩემპიონატი პრაქტიკულად დასრულდა. ინფორმაცია ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

პერიშიჩი მინიმუმ 10 დღე თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს და მერვედფინალში ესპანეთთან თავის გუნდს ვერ დაეხმარება. თუ ხორვატები მომდევნო ეტაპზე გავლენ, პერიშიჩის დახმარების იმედი მაინც არ უნდა ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, ხორვატიის ნაკრები ევრო 2020-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს 28 ივნისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110872