ფეხბურთი

20:14 | 26.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას სადებიუტო გოლი "სლოვანში" (+VIDEO)

ბრატისლავის „სლოვანი“ 2021-2022 წლების სეზონისთვის აქტიურად ემზადება, ჯაბა კანკავამ კი სლოვაკურ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. ვლადიმირ ვაისის შეგირდები ავსტრიულ „ადმირას“ გაეჯიბრნენ და 4:0 გაანადგურეს.

კანკავამ ამ შეხვედრაში 23-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, როცა მეტოქის კარი საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.

ჯაბას გარდა, „სლოვანის“ რიგებში გურამ კაშიამაც ითამაშა - ჯაბა 75-ე წუთამდე იყო მინდორზე, ხოლო გურამ იმავე წუთზე ჩაერთო თამაშში. მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელები ვაისის გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდნენ.

სლოვანმა შეკრებაზე უკვე ჩაატარა ორი ტესტ-მატჩი და ჯერ ავსტრიული კაპფენბერგი დაამარცხა (4:1), მერე კი რუსული ორენბურგი (1:0). სლოვაკეთის ჩემპიონი 30 ივნისს კიდევ სპარინგს ჩეხურ ზლინთან გამართავს. სლოვანი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 6 ივლისს, ირლანდიური „შემროკ როვერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106102