ავტოსპორტი

4:09 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდას“ ძრავს სიმძლავრე არ მომატებია

„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ირწმუნება, რომ „ჰონდას“ ახალი ძრავი, რომლითაც „რედ ბულმა“ და „ალფატაურიმ“ საფრანგეთში იასპარეზეს, წინამორბედზე მძლავრი არაა.

უფრო ადრე, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა, რომ ხარებმა ახალი ძრავებით საგრძნობლად მოუმატეს: მათ ამ ახალი ძრავებით საგრძნობლად წინ წაიწიეს. მათი მანქანა ისედაც კარგი იყო, ამაში აქამდეც ეჭვი არავის ეპარებოდა. სწორედ ამიტომ, მათთან რთული ბრძოლები გველის“.

ჰორნერი კი ვოლფის პასუხად ამბობს, რომ რეგლამენტის შესაბამისად, ძრავების სრულყოფის პროცესი შეზღუდულია. აგრეგატის გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ნებადართული, თუ ეს მის გამძლეობას გააუმჯობესებს. თუმცა არავინ დაობს იმაზე, რომ ამგვარ გაუმჯობესებას შესაძლო ორმაგი ეფექტი ჰქონდეს. ესეც რომ არა, გამძლეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, ინჟინრებს ძრავის პოტენციალის სრულად ათვისების შესაძლებლობა ეძლევათ.

„ახალი ძრავი იმავე სპეციფიკაციების შესაბამისად არის შექმნილი, რომლებითაც მისი წინამორბედი. პოლ რიკარზე ჩვენი სიჩქარე კი იმის შედეგია, რომ უფრო კომპაქტური უკანა ფრთა გამოვიყენეთ. სადაო არაა, რომ „ჰონდა“ შესანიშნავად ასრულებს თავის მოვალეობას. მაგრამ ახალ ძრავზე გადასვლის შემდგ, სიმძლავრის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაგვიფიქსირებია“, - ამბობს ჰორნერი.

ცნობისათვის, „მერსედესი“ და მისი ყველა კლიენტი გუნდი (მაკლარენი, ასტონ მარტინი და უილიამსი) ახალ ძრავებზე აზერბაიჯანის რბოლის წინ გადავიდა. ძველ ძრავებს რესურსი შერჩენილი აქვს და გუნდები საჭიროების შემთხვევაში, მათ გამოყენებას კვლავაც შეძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116266