ფეხბურთი

10:59 | 25.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიელები ნესტორ პიტანას დასჯას ითხოვენ

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაცია არგენტინელი მსაჯის ნესტორ პიტანას დასჯას ითხოვს. მათ უკვე შეიტანეს განცხადება კონმებოლში.

საქმე ისაა, რომ პიტანამ ბრაზილიასთან მატჩში კოლუმბიელთა კარში გოლი მას შემდეგ ჩათვალა, რაც ბურთი მას მოხვდა. ბრაზილიის ნაკრების შეტევისას ბურთი პიტანას შეეხო და წესით მას თამაში უნდა შეეჩერებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა, შეტევა გაგრძელდა და გოლით დასრულდა.

კოლუმბიელები გამოცდილ არბიტრს დიდხანს ეკამათებოდნენ, მაგრამ ამან არ გაჭრა და მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ვიდეორეფერიც ჩაერთო, გოლი ჩაითვალა, რითაც ბრაზილიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო იმავე პიტანას მიერ კომპენსირებულ მეათე წუთზე გამარჯვების გოლის გაიტანა და კოლუმბია „სელესაოსთან“ 1:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121866