ფეხბურთი

19:15 | 24.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "რონალდუსთან შეხვედრა სასიამოვნო იყო"

საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ თბილად ისაუბრეს. ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელმაც რონალდოს მსგავსად ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ფრანგულ მედიას გაუმხილა რაზე ისაუბრა ყოფილ თანაგუნდელთან.

„ყოველთვის სასიამოვნოა კრიშტიანოს ნახვა, რადგან 8-9 წლის განმავლობაში ერთი გზა გავიარეთ. მოვიგეთ ტიტულები, ერთად გავიტანეთ გოლები და მისი მოედანზე ნახვა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ჩვეულებრივ თემებზე ვისაუბრეთ, იყო თუ არა ყველაფერი რიგზე და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდო მადრიდის რეალში თანაგუნდელები 2009-2018 წლებში იყვნენ. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელი ესპანური გუნდიდან წავიდა, ბენზემას წინააღმდეგ პირველად ითამაშა.

საფრანგეთის ნაკრებში ბენზემამ გოლი 2015 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა, ხოლო კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა და ეროვნულ ნაკრებში 109 გოლი დაუგროვდა, რითაც ირანელი ალი დაეის რეკორდი გაიმეორა. საფრანგეთის ნაკრები 1/8-ფინალში შვეიცარიას, ხოლო პორტუგალია ბელგიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11653