ფეხბურთი

22:18 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთი და ესპანეთი მერვედფინალში გავიდნენ, სლოვაკეთი პლეი ოფის მიღმა დარჩა

ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურის ორი მატჩი გაიმართა და მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთი დიდი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. სლოვაკებს ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებიათ, "ფურია როხა" კი გაიხსნა და მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა. პოლონეთის ნაკრებს კი მერვედფინალში გასასვლელად მოგება სჭირდებოდა, თუმცა ეს ვერ შეძლო, შვედეთმა კი მეტოქე 3:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. საბოლოოდ ამ ჯგუფიდან პლეი ოფში მხოლოდ ორი ნაკრები მოხვდა, რადგან სლოვაკეთს მესამეადგილოსნებს შორის ყველა ცუდი შედეგი აქვს.

რაც შეეხება კერძოდ მატჩის მიმდინარეობას, ესპანეთი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, თუმცა პირველი ნახევარი უფრო გაუჭირდა. მეათე წუთზე კოკეს წინააღმდეგ უხეშად სლოვაკმა ფეხბურთელმა ითამაშა და ფეხზე დაზიანება მიაყენა, ეს მომენტი კი ბიორნ კუიპერსმა ვიდეო რეფერთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ალვარო მორატამ შეასრულა, თუმცა მეკარემ აუღო. 30-ე წუთზე პაბლო სარაბია შორიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ძელმა აისხლიტა, თუმცა კარისკენ წავიდა და სლოვაკთა მეკარემ მარტინ დუბრავკამ საკუთარ კარში კურიოზული გოლი გაიტანა - მოედნის მიღმა გადაგდების ნაცვლად მეკარემ ხელით ჩაჭრა ბურთი. პირველი ტაიმის ბოლოს კი აიმერიკ ლაპორტმა ჟერარ მორენოსგან გადაცემა მიიღო, მეკარე მოძრაობაში დაიჭირა და თავური დარტყმით "ფურია როხა" კიდევ უფრო დააწინაურა - 2:0.

მეორე ტაიმში 56-ე წუთზე ჟორდი ალბამ პაბლო სარაბიას გაუკეთა გადაცემა საჯარიმოში, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში და ესპანელების უპირატესობა სოლიდური გახადა - 3:0. 66-ე წუთზე მორატას ნაცვლად მოედანზე ფერან ტორესი შემოვიდა, რომელმაც სარაბიას გადაცემით ბურთი კარისკენ ქუსლით გადაგზავნა და ესპანეთის უპირატესობა ოთხამდე გაზარდა. 71-ე წუთზე კი პაუ ტორესის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში იურაი კუჩკამ ჩაჭრა და ანგარიში 5:0 გახდა.

ესპანეთის მატჩისგან განსხვავებით, დაძაბული შეხვედრა გამოდგა შვედეთსა და პოლონეთს შორის. მატჩის დაწყებისთანავე შვედეთმა აქტიურად ითამაშა, მეორე წუთზე შეტევისას, პოლონეთის საჯარიმოსთან შექმნილი არეულობით ემილ ფორსბერგმა ისარგებლა და ზუსტი დარტყმით სკანდინავიელები დააწინაურა.

59-ე წუთზე შვედებმა პოლონელები კონრშეტევაზე დაიჭირეს, დეიან კულუსევსკიმ მოედნის ნახევართან მიიღო ბურთი, საჯარიმომდე ირბინა, სადაც ფორსბერგის გაუკეთა გადაცემა, ამ უკანასკნელმა კი ზუსტად დაარტყა - 2:0. ამ გოლიდან ორიოდე წუთში, რობერტ ლევანდოვსკიმ კონტრშეტევის დროს ზიელინსკისგან მიიღო ბურთი შეტევის მარცხენა ფლანგზე, მის წინააღმდეგ ორი მცველი იდგა, თუმცა შორეულ კუთხეში გაუშვა ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:1. 84-ე წუთზე კი ლევანდოვსკი საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვეს, ნაკრების კაპიტანმა ფრანკოვსკისგან მიიღო გადაცემა და ძალიან მარტივად გაიტანა გოლი - 2:2. პოლონეთი მასიურ შეტევებს ახორციელებდა ბოლო გოლის შემდეგაც, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კონტრშეტევაზე შვედეთმა მაინც გაიტანა - ვიქტორ კლაესონი პირისპირ აღმოჩნდა მეკარესთან და ზუსტ დარტყმით შვედეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა.

საბოლოო ამ ჯგუფში პირველ ადგილზე შვედეთი გავიდა და მისი მეტოქე საღამოს მატჩების შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება ესპანეთს, ლუის ენრიკეს გუნდი მერვედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.

სლოვაკეთი - ესპანეთი 0:5 (0:2)

სევილია, "ლა კარტუხა"

სლოვაკეთი (4-4-1-1): დუბრავკა, პეკარიკი, შატკა, შკრინიარი, ჰუბოჩანი, ჰარასლინი (სუსლოვი 69), კუჩკა, მაკი (ვაისი 69), ჰრომადა (ლობოტკა 46), ჰამშიკი (ბენეში 90), დუდა (დურისი 46);

მწვრთნელი: შტეფან ტარკოვიჩი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა (ოიარსაბალი 77), გარსია (ტორესი 71), ლაპორტე, ალბა, პედრი, ბუსკეტსი (ალკანტარა 71), კოკე, სარაბია, მორენო(ტრაორე 77), მორატა (ტორესი 66);

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ავტოგოლი, დუბრავკა (30), 0:2 ლაპორტი (45+3), 0:3 სარაბია (56), 0:4 ტორესი (67), ავტოგოლი კუჩკა (71)

გაფრთხილება: დუდა (12), შკრინიარი (90+4) - ბუსკეტსი (40), ალბა (60)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 17 (9) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 0:7 თამაშგარე: 1:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი)

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

შვედეთი - პოლონეთი 3:2 (1:0)

სანკტ პეტერბურგი, "გაზპრომ არენა"

შვედეთი (4-4-2): ოლსენი, ლუსტიგი (კრაფტი 68), ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ოლსონი, ეკდალი, ფორსბერგი (კლაესონი 78), ისაკი (ბერგი 68), კვაისონი (კულუსევსკი 55);

მწვრთნელი: იანე ანდერსონი

პოლონეთი (3-4-2-1): შესნი, ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი, იუჟვიაკი (შვირჩოკი 61), კლიხი (კოზლოვსკი 73), ზელინსკი, კრიხოვიაკი (პლახეტა 78), პუხაჩი (ფრანკოვსკი 46), სვიდერსკი, ლევანდოვსკი;

მწვრთნელი: პაულუ სოუზა

გოლი: 1:0, 2:0 ფორსბერგი (2, 59), 2:1, 2:2 ლევანდოვსკი (61, 84), 3:2 კლაესონი (90+4)

გაფრთხილება: დანიელსონი (10) - კრიხოვიაკი (74), გლიკი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 19 (6) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 6:10 თამაშგარე: 0:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფას ვერსიით): ემილ ფორსბერგი (შვედეთი)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

1.

შვედეთი

3

2

1

0

4

2

2

7

2.

ესპანეთი

3

1

2

0

6

1

5

5

3.

სლოვაკეთი

3

1

0

2

2

7

-5

3

4.

პოლონეთი

3

0

1

2

4

6

-2

1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114629