ფეხბურთი

19:30 | 23.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "შტუტგარტის" შემტევი ნიკოლას გონსალესი კარიერას "ფიორენტინაში" გააგრძელებს. როგორც "იების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, გონასალესის ტრანსფერის სანაცვლოდ გერმანელებმა 23 მილიონი ევრო მიიღეს.

არგენტინელი ფეხბურთელი გერმანულმა კლუბმა 2018 წელს "არგენტინოს ხუნიორსიდან" დაიმატა. მას შემდეგ ნიკოლასმა 79 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინის ნაკრებში გონსალესს შვიდი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორჯერ გაიტანა გოლი.

0.11133