ფეხბურთი

19:00 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ქავთარაძე "დინამო თბილისში" დაბრუნდა

„დინამო თბილისში“ ნოდარ ქავთარაძე დაბრუნდა. ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელმა „დინამოსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა და 38-ნომრიანი მაისური მოირგო. ქავთარაძე თბილისურ გუნდში 2019 და 2020 წლებში თამაშობდა და 35 შეხვედრაში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

გასული სეზონი მან უნგრულ „მეზოკოვესდში“ გაატარა, მაგრამ მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.

კარიერის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდში, ტვერის „ვოლგაში“, „დრუჟბასა“ და „ტიუმენში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110244