სხვა

1:31 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლედეცკიმ მეოთხე საგზურიც მოიპოვა

კეტი ლედეცკიმ ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხე საგზურიც მოიპოვა. ამგვარად, ის ურთულესი მისიის შესრულებას - 200, 400, 800 და 1500 მეტრზე თავისუფალ სტილში ოქროს მედლების მოპოვებას ეცდება. 24 წლის ამერიკელ მოცურავეს, ამ დისტანციებზე ოქროს მედლები ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს, ოღონდ ეს ყაზანის 2015 წლის ჩემპიონატზე იყო.

რიოს ოლიმპიადაზე (2016), ლედეცკიმ 200, 400 და 800 მეტრზე თავისუფალში დააგროვა ოქროს მედლები. ოღონდ მაშინ ქალთა შორის 1500 მეტრზე თავისუფალი სტილი, ოლიმპიურ პროგრამაში არ შედიოდა. ტოკიოს ოლიმპიადა პირველია, რომელზეც ქალებს თავისუფალ სტილში ოთხივე დისტანციაზე ექნებათ მედლების მოპოვების საშუალება.

„ყველაფერი კარგადაა. ჩემი დროებით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ რაც მტავარია, საქმეში ვარ. მისია შესრულებულია. ამ ერთ კვირაში უამრავი მეტრი გავცურე და ეს იოლი არ იყო. მაგრამ მიზანს მივაღწიე“, - ამბობს ლედეცკი, ვისაც ლონდონის და რიოს ოლიმპიადებზე, 5 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი 15 ოქროს და 3 ვერცხლს ფლობს.

მეოთხე საგზურს 800 მეტრზე თავისუფალში დაეუფლა. ეს ის დისტანციაა, რომელზეც ორი ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული (ერთი ლონდონში) და რომელზეც ყველა დროის 23 საუკეთესო დრო ეკუთვნის. ამერიკის ოლიმპიური გუნდის შესარჩევი ტურნირის ფინალში (800 მეტრზე), მან თითქმის ექვსი წამით აჯობა უახლოეს მდევარს, 15 წლის კეტი გრაიმსს, რომელიც ასევე დაეუფლა ტოკიოს საგზურს.

ლედეცკისგან განსხვავებით, ქალთა შორის 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიო რეკორდის მფლობელს, 19 წლის რეგან სმიტს ხელი მოეცარა. ის მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და თავის ფავორიტ დისტანციაზე ტოკიოში ვერ იასპარეზებს. ბედად, მან უფრო ადრე, 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში შეძლო ოლიმპიური საგზურის მოპოვება.

მამაკაცთა შორის 100 მეტრზე ბატერფლაიში, გამრჯვება მსოფლიო რეკორდსმენმა ქეილებ დრესელმა მოიპოვა. წინასწარი გაცურვების დროს, ის საკუთარ რეკორდთან ახლოს იყო, თუმცა ამჯერად მხოლოდ საგზურს დასჯრდა. დრესელი ტოკიოში ორ დისტანციაზე - 100 მეტრზე ბატერფლაისა და 100 მეტრზე თავისუფალში ასპარეზობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს და დიდი შანსი აქვს, რომ თავის პროგრამას 50 მეტრზე თავისუფალი სტილიც დაუმატოს, რომლის ნახევარფინალშიც საუკეთესო დრო ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109408