ფეხბურთი

16:08 | 20.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ თურქულ გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე, რომელიც თურქულ „ჰატაისპორში“ გადავიდა, ახალ გუნდს შეუერთდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ შემტევს დეტალური სამედიცინო ტესტები ჩაუტარდა. საბა „ჰატაისპორს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გასულ სეზონში ლობჟანიძემ „ანკარაგიუჯუს“ მაისურით 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ დედაქალაქელები სუპერლიგიდან გავარდნენ. „ჰატაისპორს“ კი კარგი სეზონი ჰქონდა და მეექვსე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.263721