ფეხბურთი

23:52 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის „რეალში“ ხამესის დაბრუნება სურს

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, თურმე ძალიან სურს თავისი ფავორიტი ფეხბურთელის, ხამეს როდრიგესის „სამეფო კლუბში“ დაბრუნება.

ახლა ხამესი „ევრტონის“ მოთამაშეა და Sport.es-ის ცნობით, წინააღმდეგი არ არის, ისევ ითანამშრომლოს იტალიელ სპეციალისტთან და ამისათვის ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.

ხამესი „რაელში“ უკვე თამაშობდა 2014-20 წლებში. მერე ანჩელოტიმ ის იჯარით წაიყვანა თავისთან „ბაიერნში,“ შემდეგ „ევერტონში“ მუშაობისასაც იახლა. თუ ხამესი „რეალში“ დაბრუნდა, ეს კოლუმბიელის იტალიელთან მეოთხე შეყრა იქნება.

0.101897