ფეხბურთი

14:36 | 19.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანახმა

არგენტინის ნაკრებისა და „უდინეზეს“ ნახევარმცველი როდრიგ დე პაული კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ ის მადრიდულ გრანდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

„უდინეზე“ ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს და არგენტინელი მომდევნო სეზონში დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით ითამაშებს.

დე პაულმა გასულ სეზონში „უდინეზეს“ მაისურით 38 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ის იტალიურ გუნდში 2016 წლიდან თამშობს და 184 თამაშში 35 გოლი და 36 საგოლე გადაცემა მიითვალა.

არგენტინელს ესპანეთშიც უთამაშია და 2014-2016 წლებში „ვალენსიას“ წევრი იყო, ხოლო კარიერა სამშობლოში, „რასინგში“ დაიწყო. არგენტინის ნაკრებში მას 17 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12423