ფეხბურთი

13:26 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბური: "ტურნირის განმავლობაში უნდა გავიზარდოთ"

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ავსტრიასთან (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა ტურნირის მიმდინარეობისას უნდა მოუმატოს.

„ტურნირის განმავლობაში უნდა გაიზარდო, ეს ეხება ერთიანობას, გუნდურად ჩამოყალიბებას. ასევე ეხება სათამაშო სისტემის განვითარებას. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რაზე არის საჭირო მუშაობა. მემფის დეპაის ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეუძლია მომატება. ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალ მატჩებში, როდესაც ეს ნამდვილად დაგვჭირდება, დარწმუნებული ვარ. მან იცის, რომ უკეთ თამაში შეუძლია, მაგრამ დრო არის საჭირო, რომ ტურნირს შეეჩვიოს. მომდევნო ეტაპზე საკუთარი თავის გაცილებით კარგად წარმოჩენა შეუძლია“, - თქვა დე ბურმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა ბოლო ტურის წინ მერვედფინალში თამაში და ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა, მესამე ტურში კი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119823