სხვა

3:13 | 16.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრუმი ტურზე თავის გუნდს უკაპიტნებს

დოფინის რბოლის შემდეგ, ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონმა კრის ფრუმმა აღიარა, რომ საფრანგეთში მეხუთე გამარჯვებისთვის მზად არაა და მისი მთავარი მიზანი, კვლავაც ფორმაში შესვლაა. ამის მიუხედავად, მისმა ახალმა გუნდმა „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენმა“ ტურ დე ფრანსზე, გუნდის კაპიტნობა სწორედ მას ჩააბარა.

ბრიტანელ მრბოლს ფრანგული ტური 2013 და 2015-17 წლებში აქვს მოგებული. გასულ სეზონში მას საფრანგეთის ველომარათონზე არ უასპარეზია, „ინეოს გრენადერსმა“ არ რბოლაზე წაიყვანა. სეზონის ბოლოს კი მან გუნდი შეიცვალა.

„კრისი ტურ დე ფრანსზე ჩვენი საგზაო კაპიტანი იქნება. ის ამ რბოლის ოთხგზის ჩემპიონია და მისი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დოფინის შემდეგ, უკეთეს ფორმაში იქნება, რადგან ალპებში ძალიან კარგი სავარჯიშო ეტაპი გვქონდა. იმედი გვაქვს, რომ ეტაპიდან ეტაპამდე, მისი პროგრესის მომსწრენი გავხდებით“, - ამბობს გუნდის სპორტული მენეჯერი რიკ ვერბრუგე.

ფრუმს 2019 წელს მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მძიმე ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც, მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ამის შემდეგ, მას არაერთი ოპერაცია და ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. საერთო ჯამში, 36 წლის ფრუმს თითქმის ორი წელი გაუცდა.

„ჩვენ ძლიერი ლიდერი გვყავს მაიკლ ვუდსის სახით და მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ მისთვის და გუნდისთვის ყველაფერი გავიღო“, - ამბობს ფრუმი. ვუდსი კანადელი მრბოლია. მას 2019 წელს მილანი-ტურინის ერთდღიანი რბოლა, 2018 და 2020 წლებში კი ვუელტას თითო ეტაპი აქვს მოგებული. ის სამთო რბოლების სპეციალისტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116134