სხვა

14:17 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ბაუერის ხელმძღვანელობით საერთაშორისო ერთობლივი შეკრება თბილისში გრძელდება

თბილისში გრძელდება საერთაშორისო ერთობლივი შეკრება. ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, ხმლით ფარიკაობაში ლეგენდარული მწვრთნელის კრისტიან ბაუერის ხელმძღვანელობით კაცები ვარჯიშობენ.

საერთო ჯამში შვიდი ქვეყნის მოფარიკავეებიდან 13 მოახლოებული ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. აღსანიშნავია, რომ FIE-ს რეიტინგის საუკეთესო 16 მოფარიკავიდან, ოთხი: N6 ბოლად აპიტი (საფრანგეთი), N7 სანდრო ბაზაძე (საქართველო), N13 ფარეს ფერჯანი (ტუნისი), N14 მოჯტაბა აბედინი (ირანი) თბილისურ შეკრებაზე არიან.

16 ივნისს, თბილისში შეკრებაზე მყოფი შვიდივე ქვეყნის წარმომადგენელი, მონაწილეობას მიიღებს წინა-საოლიმპიადო მოსამზადებელ საერთაშორისო ტურნირში.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110709