ჩოგბურთი

19:22 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრეიჩიკოვას დუბლი როლან გაროსზე

საფრანგეთის ღია პირველობის ახალმა ჩემპიონმა, ჩეხმა ბარბორა კრეიჩიკოვამ ტურნრზე კიდვ ერთი ტიტული მოიპოვა, ამჯერად ქალ წყვილთა შორის. თანამემამულე კატერინა სინიაკოვასთან ერთად, ფინალში მან ამერიკელი ბეთანი მატეკ-სანდსის და პოლონელი იგა სვიატეკის წყვილი 6-4, 6-2 დაამარცხეს.

2000 წლის შემდეგ, კრეიჩიკოვა პირველი ქალი ჩოგბურთელია, ვინც საფრანგეთის ღია პირველობაზე ორი ტიტული მოიპოვა. 21 წლის წინათ, ეს ფრანგმა მარი პირსმა შეძლო. სულ კი როლან გარსზე მსგავსი მიღწევა მხოლოდ შვიდ ჩოგბურთელს აქვს.

„ახლა, როცა ეს ყველაფერი უკვე მოხდა, ცოტა მოვდუნდი. ახლა უკვე ვიცი, რომ ამით სიამოვნება შემიძლია. ვიცი, რომ რაც მსურდა, თითქმის ყველაფერს მივაღწიე. ახლა კი მხოლოდ თუ გავაუმჯობესებ თამაშს. ახლა მხოლოდ ეს შემიძლია - გაუმჯობესება“, - განაცხადა კრეიჩიკოვამ, ვინც წყვილთა ახალ რეიტინგში, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს დაიბრუნებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი სლემის ტურნირებზე, ბოლოს ქალ ჩოგბურთელებს შორის, ორი ტიტული სერენა უილიამსს ჰქონდა მოპოვებული. ამერიკელმა ეს 2016 წლის უიმბლდონზე შეძლო.

კრეიჩიკოვაც და სინიაკოვაც 25 წლისანი არიან. ისინი ერთად 2013 წლიდან თამაშობენ, როცა ახალგაზრდულ ტურნირებზე ასპარეზობდნენ. 2018 წელს მათ როლან გაროსის წყვილთა ტურნირი პირველად მოიგეს და იმავე სეზონში, უიმბლდონის ჩემპიონებიც გახდნენ.

ჩეხი ჩოგბურთელების წყვილი პირველ სეტში 4-0 დაწინაურდა. მატეკ-სანდსმა და სვიატეკმა სეტის გადარჩენა სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ჩეხები ბადესთან განსაკუთრებით კარგად თამაშობდნენ. მეათე გეიმში, კრეიჩიკოვას მოწოდებაზე, მატეკ-სანდსის შეცდომამ, ჩეხურ წყვილს პირველი სეტი მოაგებინა.

მეორე სეტი თავიდან თანაბრად დაიწყო, მაგრამ მეხუთე გეიმიდან მოყოლებული, კრეიჩიკოვამ და სინიაკოვამ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114815