ფეხბურთი

14:39 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ფეხბურთის ასოციაციამ ერიკსენის მდგომარეობაზე განცხადება გაავრცელა

დანიის ფეხბურთის ასოციაციამ კრისტიან ერიკსენის მდგომარეობაზე განცხადება გაავრცელა. როგორც მასში წერია, ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება.

„მას ამ დილით ვესაუბრეთ და ის თანაგუნდელებს მიესალმა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საავადმყოფოში რჩება შემდგომი გამოკვლევებისთვის. გუნდს და ეროვნული ნაკრების პერსონალს ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს და ვაგრძელებთ ტურნირში მონაწილეობის მიღებას.

გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ კრისტიანისთვის გაგზავნილი მესიჯებისთვის, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, დანიისა და ინგლისის სამეფო ოჯახებს, კლუბებს, საერთაშორისო ასოციაციებს და სხვებს. ყველას მოვუწოდებთ გამოუგზავნონ მესიჯები დანიის ფეხბურთის ასოციაციას, რომელიც პირადად გადაეცემა კრისტიანსა და მის ოჯახს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენს ფინეთთან შეხვედრის მიმდინარეობისას გულის შეტევა დაემართა და მოედანზე მოულოდნელად დაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102582