ფეხბურთი

2:24 | 13.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანიის მწვრთნელი: "უეფამ გვითხრა, რომ ან დღეს გვეთამაშა ან ხვალ 12:00 საათზე, რაც შეუძლებელი იყო"

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიუმლანდმა ფინეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, უეფამ თამაშის გაგრძელება ან კვირას, დილის 12:00 საათზე შესთავაზეს და ამიტომ, გადაწყვიტეს მატჩი გაეგრძელებინათ.

„არასდროს დავთანხმდებოდით თამაშს, თუ არ გვეცოდინებოდა, რომ კრისტიანი კარგადაა. უეფამ ორი ვარიანტი შემოგვთავაზა: თამაში ან დღეს დაგვესრულებინა, ან კვირას 12 საათზე გვეთამაშა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თამაში დღესვე დაგვესრულებინა. უეფას მხრიდან არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, მაგრამ შეუძლებელი იყო მოთამაშეებს ამაღამ არ დაეძინათ და შემდეგ ხვალ დილით ეთამაშეთ. ეს ნაკლებად მართვადი იყო და ვამჯობინეთ, დღესვე გვეთამაშა. აშკარაა, რომ ასეთი გრძნობებით ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო, ჩვენ მხოლოდ კრისტიანზე და მის ოჯახზე ვფიქრობთ. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ უკეთესი ადამიანია.

ამ საღამოს ყველანი მივხვდით, მართლაც რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე. ადამიანთა ღირებული ურთიერთობები, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები, ოჯახი, მეგობრები. კიაერის შეცვლა? მას თამაში აღარ შეეძლო, რადგან შოკირებული იყო, მაგრამ მოედანზე გასვლა მასაც მოუწია. შემდეგ კი შეცვლა მოითხოვა, რადგან კონცენტრაციას ვერ ახერხებდა“, - თქვა ჰიუმლანდმა.

შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრებმა ფინეთთან 0:1 წააგო. პირველი ტაიმის ბოლოს კრისტიან ერიკსენი გულის შეტევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

0.117982