ფეხბურთი

12:24 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "არ ვიცი, არის თუ არა, პსჟ ჩემთვის საუკეთესო ადგილი"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჯერ არ იცის, არის თუ არა მისთვის პსჟ შესაფერისი და საუკეთესო ადგილი.

„სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ახლა ვარ კარგ ადგილას, სადაც ბედნიერი ვარ, მაგრამ არის თუ არა ჩემთვის საუკეთესო ადგილი? ეს პასუხი ჯერ არ მაქვს. არ ვჩქარობ, საკუთარ თავს ყველა შანსი უნდა მივცე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად და ეს ადვილი არ არის“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, ფრანგ შემტევს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მხარეები მის განახლებაზე ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109433