კალათბურთი

2:20 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" ლიგა ენდესას გამოეთიშა

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ბარსელონასთან“ დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა. კანარიელებმა კატალონელებს გადამწყვეტ შეხვედრაში წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და სერიის მესამე შეხვედრა 72:89 წააგეს.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 22:06 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრში შეტევაში საკმაოდ პასიური იყო.

„ლენოვო ტენერიფემ“ ნახევარფინალური სერია 1:2 წააგო და ლიგა ენდესას 2020-2021 წლების სეზონს ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117715