ფეხბურთი

10:52 | 10.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „ფული ჩემთვის მთავარი არ არის“

51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ, რომელმაც გასულ სეზონში „ინტერი“ ქვეყნის ჩემპიონი გახადა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფული მისთვის მთავარი არ არის.

„ფული ჩემთვის მთავარი არ არის. შემოთავაზებულ პროექტს ვსწავლობ და თუ არ მომწონს, შინ დარჩენა მირჩევნია. მიყვარს რთული ამოცანები, მაგრამ თუ რაღაცაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მირჩევნია უარი ვთქვა.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

ნაჩემპიონევს, კონტემ „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 26 მაისს დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110813